პოლიციელები, რომლებიც მომიტინგეებს სიკვდილამდე სცემდნენ, ხელშეუხებლები არიან, სად არისა სამართალი? - სინდისის პატიმრის წერილი
სინდისის პატიმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და აქტივისტებს ქაღალდისა და ყვავილის სროლის გამო ციხეში იჭერენ მრავალი წლით, ხოლო ის ე.წ პოლიციელები, რომლებმაც ქალების, ჟურნალისტების და მომიტინგეების სახეებზე, თავებზე, ტანზე გადაიარეს და სიკვდილამდე სცემდნენ, ისინი ხელშეუხებლები არიან.
ბიძინას სანდო პიროვნება, რომელიც ორგზის პრემიერი იყო ციხეშია და იცით, რის გამო? არა, კორუფციის გამო არა. ე.წ ანგარების და ღალატის გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რასაც პროკურატურა მედავებაო და არ იჭერდნენ, რადგან მტკიცებულებები არ გვყოფნისო, როცა 7 მილიონ-ნახევარი დოლარი ქეშად ამოიღეს მისი სახლიდან, ოქროს ზოდები, საათები, მანქანები, სახლიც კი დაუყადაღეს (გირაო რომ გადაუხადა 1 მილიონი) და ბოლოს, ჯარიმაც დააკისრეს, და ამ დროს, აქტივისტებს ქაღალდისა და ყვავილის სროლის გამო ციხეში იჭერენ მრავალი წლით.
ხო, ბატონო ვაჟა, ახალ წელს ციხესთან ჩემმა მეგობრებმა ფოიერვერკით მომილოცეს ახალი წელი, წარმატებები ახალ საქმეში. უბრალოდ სასაცილოები ხართ. ან თუნდაც ლუკა ელდარ კურტანიძეს 3 ეპიზოდს ედავებოდნენ და 7 თვე მიუსაჯეს. ჯერ მე იმ კაცს რა ვუთხარი ვინც ქალზე, მანდილოსანზე ხელს აწევს და მერე კიდე უსამართლობას ეძახის თავის სასჯელს, რადგან თავს დამნაშავედ არ თვლის.
თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც იმყოფება ქალთა საპყრობილეში იმის გამო, რომ თავისი პროტესტი გამოხატა უსამართლობის წინააღმდეგ, პოლიციის მანქანაზე გადაიარა და ემუქრება 4-დან 7-წლამდე და ის ე.წ პოლიციელები, რომლებმაც ქალების, ჟურნალისტების და მომიტინგეების სახეებზე, თავებზე, ტანზე გადაიარეს და სიკვდილამდე სცემდნენ, ისინი ხელშეუხებლები არიან. კითხვა ისმის რატომ? პასუხი არ არის? სად არის სამართალი? თუ ეს კანონები მარტო ვინც აქციაზეა იმათზე მოქმედებს? არაუშავს, ციხეც გაივლის, მაგრამ თქვენ ამაზე იფიქრეთ, როგორ მოირჩინოთ ეს ჭრილობები და როგორ დაიცვათ ისინი ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც დაფარა, როგორ დაიხსნათ, როცა სამართალი ურმით მოვა" - ნათქვამია წერილში.