დაკავებულია ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ფიფია
დაკავებულია ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ფიფია. საქმე ეხება 21 წლის შმაგი ჭკადუაზე მომხდარ ჯგუფურ თავდასხმას. კახა ფიფიასთან ერთად დააკავეს გიორგი ქორთუაც.
ორივე დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.
მათ ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.
ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში შმაგი ჭკადუას დედა ყვება, რომ მისმა შვილმა "კანონიერი ქურდი" კახა ფიფია და მისი თანმხლები პირი, გიორგი ქორთუა მოგერიების დროს დაჭრა.
როგორც მშობელი "პირველებთან" ამბობს, ხელჩართული ჩხუბის დროს 21 წლის ბიჭმა ფიფიასთვის იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც გაისროლა, რის შედეგადაც ქორთუა დაიჭრა -ასევე ჭრილობები აქვს მიყენებული ყოფილ "კანონიერ ქურდსაც".