ყოფილ "კანონიერ ქურდთან" დაპირისპირების დეტალები - ექსკლუზიური ინტერვიუ დაკავებული 21 წლის ბიჭის დედასთან
სისხლიანი ანგარიშსწორება ხობში - "პირველების" პირველი ინტერვიუ დაკავებული 21 წლის ბიჭის დედასთან. შმაგი ჭკადუას მშობელი ამბობს, რომ მისმა შვილმა "კანონიერი ქურდი" კახა ფიფია და მისი თანმხლები პირი, გიორგი ქორთუა მოგერიების დროს დაჭრა.
ქალის მონაყოლით ირკვევა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც ჩასაფრებით დაიწყო და კრიმინალური გარჩევით დასრულდა.
დაკავებულის დედის თქმით, გარჩევაში ფიფიას და ქორთუას გარდა კიდევ ორი, დუბინკებით შეარაღებული პირი მონაწილეობდა.
როგორც მშობელი "პირველებთან" ამბობს, ხელჩართული ჩხუბის დროს 21 წლის ბიჭმა ფიფიასთვის იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც გაისროლა, რის შედეგადაც ქორთუა დაიჭრა - ასევე ჭრილობები აქვს მიყენებული ყოფილ "კანონიერ ქურდსაც".
დაკავებულის დედა ახლა დანაშაულის იარაღის წარდგენას ითხოვს - "წარადგინონ ეს იარაღი, რომელიც ქორთუას სახელზე არის გაფორმებული".
ჩემს შვილთან ჰქონდა ძალიან მძიმე შელაპარაკებები. ეს გადაიზარდა მუქარაში. თვითონ ეს ფიფია ემუქრებოდა ჩემს შვილს. ბავშებს მიუვარდა მანქანაში შიგნით. იარაღს უმიზნებდნენ და ეძებდნენ ჩემს შვილს. მერე ჩემი შვილი გამოვიდა მანქანიდან, მაშინ კახა ფიფიამ გიორგი ქორთუასთან ერთად, კიდევ ორი პირი ახლდათ, სულ 4 იყვნენ, ესენი დუბინკებით და იარაღით, კახა ფიფია ჩემს ბავშვებს უმიზნებდა, კახა ფიფიას ხელიდან გავარდა ტყვია, ამ დროს ჩემი შვილი ეჭიდავებოდა, რომ ეს იარაღი წაერთმია. ჭიდაობის დროს გავარდა იარაღი, ჩემმა შვილმა თავი დაიცვა. წარადგინონ ეს იარაღი, რომელიც ქორთუას სახელზე არის გაფორმებული",- აცხადებს დედა.
21 წლის შმაგი ჭკადუა დაკავებულია. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი აანიონსებს, რომ შემდეგ სხომაზე დაცვსი მხარე უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს წარადგენს.
100 პროცენტით შემიძლია განვაცხადაო, რომ შმაგი ჭკადუა მოცემულ ბრალდებასთან მიმართებაში არის აბსოლუტურად უდანაშაულო. 19 თებერვალს არის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა და დაცვის მხარე დადებს უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს. საქმეში მონაწილე პირებმა არ უნდა დატოვონ საქართველო და ამაზე უნდა მიიღოს შსს-მ შესაბამისი ზომები", - ამბობს ადვოკატი.
ხობში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.