ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ოქროს მოწმე სასამართლოში იკითხება
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ოქროს მოწმე სასამართლოშია - კახა ძანძავა, პირი, რომელიც "კანონიერი ქურდის" ძმას ჭავჭავაძის გამზირზე საბედისწერო დღეს თან ახლდა, პროკურორების და ადვოკატების კითხვებს პასუხობს.
- ძანძავას მობილური ტელეფონები გამოძიება 10 თვის დაგვიანებით ამოიღო. წინა პროცესზე ადვოკატები დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მიუთითებდენ.
დღეს სასამართლოს სწორედ მკვლელობის ორგანიებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძების და გიორგი ჯოხაძის საქმეს იხილავს. განსასჯელის სკამზე მხოლოდ გიორგი მიქაძე ზის. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურის ოქროს მოწმეს, კახა ძანძავას კითხვები დაუსვა ძმები მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ და ჰკითხა იცნობს თუ არა დავით და გიორგი მიქაძეებს:
კახა ძანძავა -არც გიორგის ვიცნობ არც დავითს ვიცნობ, არასდროს ლევანს არ უთქვამს რომ რაღაც პრობლემური სიტუაცია ჰქონდა მათთან.
შორენა ნიქაბაძე ადვოკატი- თებერვალში ვიზიტის დროს, იყო ცუდ ხასიათზე? ან არ გამოდიოდა ნომრიდან, თავს არიდებდა აქტივობებს? ჩვენ გვეუბნებიან რომ თებერვალში უკვე მკვლელობა იგეგემბოდა და შემთხვევით არ მოხდა, და ამის განცდა ჰქონდა ლევანს?
კახა ძანძავა - მაგას მე როგორ მივხვდებოდი, მაგრამ ჩვეულებრივად იყო ყველა აქტივობაში ჩართული.
შორენა ნიქაბაძე ადვოკატი- გოდერძიზე გაუვალ ტყეში დამატებითი დაცვის წევრი ხოარ წამოუყვანია? ან იცოდით რომ ლევანს იარაღი ჰქონდა?
კახა ძანძავა - არა, იარაღი გოდერძიზეც არ ჰქონია.
დღეს ბრალდების მხარეს 4 მოწმე ჰყავს დასაკითხად წარმოდგენილი. მათ შორის ის ოპერატიული მოშაკებიც, რომლებიც, პროკურორის თქმით, დაადასტურებენ, რომ დავით და გიორგი მიქაძეები 2025 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდნენ სასტუმრო "თაუერის" მიმდებარედ, შევხდნენ გიორგი ჯოხაძეს და მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის წინ ასევე კომენტარი გააკეთა ლევან ძანძავას ტელეფონზე, რომელიც 10 თვის შემდეგ ამოიღეს.
ტელეფონი დათვალიერებულია და საქმისათვის რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტთან ან ორგანიზების ფაქტთან იქნება დაკავშირებული არ არის ინფორმაცია", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.