ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მობილური გამოძიებამ მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოიღო - ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია

06.02.26 18:25
ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მობილური გამოძიებამ მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოიღო - ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია

თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის, კახა ძანძავას მობილური ტელეფონი გამოძიებამ მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოიღო - საქმეში ბრალდებული ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მიუთითებენ. 

დღევანდელ პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხა, სოსო ოდიშვილი. სწორედ მან თქვა, რომ ძანძავას დაკითხვის დროს თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა. 

დღეს დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი - სოსო ოდიშვილი. ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება იყო მის მიერ ჩატარებული კახა ძანძავას გამოკითხვა. ძანძავა მნიშვნელოვანი მოწმეა იქიდან გამომდინარე, რომ იგი იყო მკვლელობის ფაქტის შემსწრე მოცემულ საქმეზე და დაისვა კითხვა, როდესაც კახა ძანძავა გამოიკითხა, იქნა თუ არა მისი მობილური ტელეფონი ამოღებული გამოკითხვის შემდგომ, რაზეც მოწმე გამომძიებელმა განმარტა, რომ ტელეფონი არ იქნა ამოღებული, იქიდან გამომდინარე, რომ მოწმემ უპასუხა, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს  გაუჩნდა ლოგიკური შეკითხვა, რატომ არ იქნა იძულებით ამოღებული გამოკითვის შემდგომ დღეებში მოწმე კახა ძანძავასგან მობილური ტელეფონი. იქიდან გამომდინარე, რომ კახა ძანძავას ტელეფონში შესაძლებელია, დაცვის მხარე ყოველი შემთხვევისთვის ასე ფიქრობს, რომ იქნებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია", - ამბობს  გიორგი ჯოხაძიწს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

თუკი ბრალდების მხარეს ნამდვილად სურდა ამ საქმის გამოძიება, უნდოდა დროულალად მიეღო ინფორმაცია, ვინ ვის მიაწოდა ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი, მაშინ კახა ძანძავას მობილური მკვლელობის დღესვე უნდა ყოფილიყო ამორებული, თუმცა ეს საგამოძებო მოქმედება ჩატარდა მოგვიანებით. დანარჩენი, ახლა ამის მიზეზი რა იყო, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ", - ამბობს დავით და გიორგი მიქაძეების უფლებადამცველი. 

ის, რომ გამოძიებამ კახა ძანძავას ტელეფონი რამდენიმე თვის შმედეგ, კერძოდ კი დეკემბერში ამოიღო, ეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ დაადასტურა საქმსი პროკურომაც, თუმცა ლევან ვეფხვაძე ირწმუნება, რომ ეს საგამოძებო მოქმედბები გამოძიების მსვლელობის პერიოდში ჩატარდა და ის  ფაქტი, რომ მობილურიდან რაიმე წაშლილიყო, რაც მნიშვნელოვანია, ეს არ გამოვლენილა.

ტელეფონის ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია. ვეფხვაძე ამბობს, რომ მობილურებს ექსპერტიზა ახლა უტარდება. 

ეტაპობრივად ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. როდესაც მოხდა თქვენს მეირ მითითებული მოწმის გამოკითხვა, მას ტელეფონი თან არ ჰქონდა, შემდეგ რა პროცედურების დაცვითაც მოხდა ამ ტელეფონის გამოთხოვა, გიდასტურებთ, რომ კახაბერ ძანძავას ტელეფონები ამოღებულია გამოძიების მიერ და შესაბამისად დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიების მსვლელობის პერიოდშია ამოთებული (ტელეფონები). ბრალდების მხარის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ რაიმე წაშლილიყო, რაც მნიშვნელოვანია, ეს არ გამოვლენილა. ძანძავას ტეელფონზე დასკვნა ჯერჯერობით არ მოსულა", - ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

პროკურორმა დღეს დაკითულ მოწმე გამომძიებლებზეც ისაუბრა:

დღეს დაკითხულმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ დაათვალიერეს გიორგი მიქაძის ტელეფონის  ინტერნეტ-ტრაფიკის მონაცემები, რითაც დადასტურდა, რომ 2025 წლის 15 თებერვალს გიორგი მიქაძე სასტუმრო თაუერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - თქვა პროკურორმა. 

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.