რატომ გააძევა მოსამართლე მახარობლიძემ დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომათა დარბაზიდან - ადვოკატები დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ
რატომ გააძევა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომათა დარბაზიდან - უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლე ჰაბიტოსკოპ ექსპერტს დაეხმარა კითხვებისი~ არიდებაში, არ მისცა ადვოკატებს მოწმისთვუს კითხვების დასმის უფლება და საბოლოოდ ისე გაღიზიანდა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდა ჰაბიტოსკოპი. მას დაესვა შეკითხვები მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არცერთ კითხვაზე პასუხები არ ჰქონდა, მათ შორის არ იცოდა, რა მეთოდოლოგიით ტარდება საერთოდ ჰაბიტოსკოპიური კვლევა. ამ უხერხულობის გადასაფარად, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა და მოეხსნა საერთოდ შეკითვები. განარიდა აბსოლუტურად ყველა შეკითხვა ისე, რომ იმის კვალიფიკაციაც კი არ ეყო, რომ განმარტება მაინც მოეძებნა ამ კითვებსი განრიდების დასასაბუთებლად. ამის შემდეგ გაღიზიანდა, გამაძევა სასამართლო დარბაზიდან. ლაბათ, ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც თამარ მახარობლიძეს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, სხვა არავინ არაფერს არ ამბობს", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
ადვოკატები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად სხდომა კოლეგასთან ერთად დატოვეს, ამბობენ, რომ დაირღვა სასამართლოს უფლება:
იქიდან გამომდინარე, ადვოკატებს არ გვეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მეც პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი. თუ მე ვერ მოვახერხე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაცვა, მე ვერავინ ვერ დამიცავს", - ამბობს უფლებადამცველი, რომელიც 13 პირიან საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს იცავს.
დაირღვა დაცვის უფლება, როდესაც იმგვარი კითხვები იქნა არიდებული, რომელიც მიემართებოდა კონკრეტულად ექსპერტის დასკვნას და ასევე მის კომპეტენციას. აღნიშნულის აცილება ნიშნავს იმას, რომ ვეღარავინ ვეღარ დასვამს ასეთ შეკითხვებს. ამ დროს ირღვევა დაცვის უფლება. საბოლოოდ მივიღეთ მოსამართლის მხრიდან იმგვარი დამოკიდებულება, რომელმაც გამოიწვია პროცესის ჩაშლა", - ამბობს ადვოკატი ჩელე ყურუა.
"ძირს რუსლი რეჟიმი" - ეს შეძახილები ისმოდა საქალაქო სასამართლოში, სადაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესზე ბრალდებულებმა და ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზიდან ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და გააძევა.