ბრალდების მხარე "ჭორაობს" - ოთარ ფარცხალაძის პოზიცია
ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გენერალურ პროკურატურას ჭორაობაში, დევნასა და საქმის შეკერვაში ადანაშაულებს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილო მარალჩინოსნის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატებმა სასამართლოში გააჟღერეს, სადაც ფარცხალაძეს უკვე მეორედ ისევ პატირმობა შეუფრადეს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის სისხლის სამართლის საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ცრუ მოწმეები შეიძლება ამ მოწმეებს ვუწოდოთ, რომლებიც ჭორაობენ. ეს არ არის მტკიცებულება, ეს არის ჭორაობისთვის ჩამოყვანილი ხალხი (რუსეთის მოქალაქეები), შესაბამისად, საჭორაო მოედანი არ არის საქალაქო სასამართლო და სამართლებრივი სტანდარტი. ბატონი ოთარი მოცემულ საქმეში არის უდანაშუალო. თავადაც ეს პოზიცია აქვს. ბატონი ოთარი არის იქ, სადაც თვლის საჭიროდ ყოფნას", - ამბობს ადვოკატი.
ოთარ ფარცხალაძეზე ახლა წითელი ცირკულარით არის ძებნა გამოცხადებული. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ირწმუნება, ჯერჯერობით ბრალდების მხარისთვის ყოფილი გენპროკურორის ადგილსამყოფელი უცნობია.
ოთარ ფარცხალაძეს როგორც კი პატიმრობა შეეფარდა, იმ დღესვე გამოცხადდა ძებნა საქართველსო მასშტაბით და დაუყოვნელივ მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს, ეს უკვე საერთაშორისო სამართლით დარეგულირებული პროცედურებია. ადგილსამყოფელი, თუ სად იმყოფება ჯერ არ ვიცით", - ამბობს პროკურორი.
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.