პროკურატურამ არ იცის, სად არის ოთარ ფარცხალაძე
პროკურატურამ არ იცის, სად არის ოთარ ფარცხალაძე - ის, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს წითელი ცირკულარით ეძებენ, ეს დღეს "პირველებთან" დაადასტურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
- სწორედ "კანონიერი ქურდის" მკვლელობის საქმეზე გაიმართა დრეს ოთარ ფარცხალაძის პროცესი, სადაც ყოფილ გენპროკურორს უკვე მეორედ პატირმობა დასუწრებლად შეუფრადეს.
როგორც ვეფხვაძე ირწმუნება, ჯერჯერობით ბრალდების მხარისთვის ყოფილი გენპროკურორის ადგილსამყოფელი უცნობია.
ოთარ ფარცხალაძეს როგორც კი პატიმრობა შეეფარდა, იმ დღესვე გამოცხადდა ძებნა საქართველსო მასშტაბით და დაუყოვნელივ მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს, ეს უკვე საერთაშორისო სამართლით დარეგულირებული პროცედურებია. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის, პროკურატურას მიმართული აქვს, ამას გიდასტურებთ. (რაც ძებნაზეა დასმული) ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია. ადგილსამყოფელი, თუ სად იმყოფება, ჩვენთვსი ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი", - ამბობს პროკურორი.
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.