"გარდა იმისა, რომ გერმანიაზე მუშაობდა 21 წელი, თურმე დღემდე ილიაუნის პროფესორია" - პროფესორი შალვა პაპუაშვილზე

13.02.26 20:27
"გარდა იმისა, რომ გერმანიაზე მუშაობდა 21 წელი, თურმე დღემდე ილიაუნის პროფესორია" - პროფესორი შალვა პაპუაშვილზე

პროფესორი, გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 2015 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 

გიორგი კალატოზიშვილი Facebook-ზე შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. 

გარდა იმისა, რომ გერმანიაზე მუშაობდა 21 წელი და მისგან იღებდა ფულს, თურმე დღემდე ილიაუნის პროფესორია," - წერს გიორგი კალატოზიშვილი. 

  • ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება. 
  • "ქართული ოცნების" ცვლილებების შედეგად, მომავალ წელს, ილიაუნში მხოლოდ 300 ახალ სტუდენტს მიიღებენ.

ამასთან, გუშინ, გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ოცნების" პარლამენტის თამჯდომარე 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე.