ავტოდილერების და ავტოიმპორტიორების პროტესტი "ოცნების" დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

14.02.26 11:16
ავტოდილერების და ავტოიმპორტიორების პროტესტი "ოცნების" დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

"ოცნების" დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ავტოდილერების, ავტომფლობელების და ავტოიმპორტიორების პროტესტი მოჰყვა - ქართველი ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები საგანგებო შეხვედრას ამ წუთებში იწყებენ. 

კერძო ბიზნესმენები დახურულ კარს მიღმა აპირებენ მსჯელობას,  რა უნდა გააკეთდეს ახლა იმისთვის, რომ დაანონსებული კანონი ძალაში არ შევიდეს.

ივანიშვილის პარტია ქვეყანაში ექვს წელზე მეტი ავტომობილის შემოყვანას კრძალავს. ავტოიმპორტიორებისს თქმით, ეს პირდაპირ არტყამს ბიზნეს და რიგით ადამიანებს.

აქ მხოლოდ 2020 წლის ამტომანქანებს არ არის, მინიმუმ ორი წლით უფრო აალი უნდა ვიანგარიშოთ - ანუ 2022. რატომ? - რუსთავში ჩვენ, მოსამხურების სააგენტოს ჰყავს კერძო ექსპერტები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტომობილებსი წლოვანებას. შეიძლება ჩამოიყვანო და ავტომობილი იყოს 2020 წლიანი, ხოლო მათ გითხრან, რომ არის 2019 წლიანი. ბაჟდება ანუ და სანომრე ნიშანს არ მოგანიჭებენ. ანუ უნდა ვინაგრაიშოთ 2022 წლიანი მანქანები. ადგილობრივ ბაზარს და ადგილობრივ ავტოპარკს რაც შეეხება უფრო მეტად დაძველდება, რადგან ახალი ვეღარ შემოვა, ეს რაც არის არსად არ წავა და ამავდროულად ახალი წლოვანების ავტომობილის ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდება, ვერ იყიდის უბრალოდ მომხმარებელი", - ამბობს  ერთ-ერთი ავტოდილერი. 

საკითხს, რომელიც ეხება უამრავი ადამიანსი შემოსავალს, საკითხს, რომელიც ეხება რეგიონალურ ჰაბს, მემგონი ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან უნდა დაწყებულიყო კონსულტაცია და ამის შემდეგ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება აზიანებს ამ მონაპოვარ ჰაბს", - ამბობს  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელი. 

  • ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
  • როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.