"რას ეუბნებიან იმ სტუდენტებს, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან ყოველდღე გადმოდიოდნენ?" - ზუგდიდის უნივერსიტეტში მიღება მცირდება
"ქართული ოცნების" განათლების რეფორმების ქვეშ ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტიც მოექცა - კვოტების გადანაწილების შემდეგ გაირკვა, რომ გაუქმებულია მნიშვნელოვანი ფაკულტეტები.
სამაგისტრო პროგრამები სრულიად ამოღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან მაგისტრატურის სტუდენტებს ზუგდიდის უნივერსიტეტი ვეღარ მიიღებს.
თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ვიცოდით, რომ გარკვეულ სპეციალობებზე მიღება არ უნდა ყოფილიყო. მერე რა რომ ამ ეტაპზე სამაგისტრო არ გვექნება. მომზადდება შესაბამისი სამაგისტრო პროგრამები და თავის დროზე განხორციელდება. სხვაგან ჩააბრებენ სტუდენტები ალბათ. არანაირი პრობლემა რეფორმა ჩვენთვის არ არის", - ამბობს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ზაალ ქორთუა.
ლექტორები და პროფესორები ამბობენ, რომ ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტი ის სასწავლებელია, რომელიც ძირითადად დროებითი ოკუპურებული აფხაზეთიდან გადმოსულ სტუდენტებს ასწავლიდა, ახლა კი ისინი ფაქტობრივად ალტერნატივის გარეშე რჩებიან.
მე ამას ვუყურებ არა განათლების რეფორმას, არამედ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც განათლებაში ასე ერევიან, სახელმწიფოს მომავალსაც კი ვერ ვხედავ. თავმუოყვარეობა მაინც არ შეელახათ? რას ეუბნებიან საკუთარ ამომრჩეველს, რას ეუბნებიან აფხაზეთიდან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველ დღე საზღვარს გადმოიდოდნენ იმისთვის, რომ აქ განათლება მიეღოთ. სად ბრუნდება ეს ხალხი?- ამბობს პროფესორი ბელა მოსია.
ეს უნივერსიტეტი არის ერთადერთი ალტერნატივა ზოგიერთ შემთვევაში აფხაზეთსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგარზდებისთვის. და ნაცვლად იმისა, რომ მათ გაუფარდოვდეთ არჩევანი და სპეციალობები, მათ უმცირდებათ ეს შესაძლებლობა, რაც გამოიწვევს იმასაც, რომ ეს ხალხი შეიძლება დარჩეს სასურველი განათლების გარეშე", - ამბობს ლექტორი არჩილ თოდუა.
სტუდენტი, რომელიც გალიდან ზუგდიდის უნივერსიტეტში დადის, ამბობს, რომ "ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით ახალგაზრდებს, "რომლებმაც ბევრი დაბრკოლება გადალახეს იმისთვის, რომ ქართული ესწავლათ, ემეტყველათ, ეაზროვნათ, სახლთან ახლოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ და განათლება მიეღოთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოაცალეს"
მე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, გალიდან.
თბილისში ვერ მივდიოდი და თუ სამართალზე ვერ მოვხვდებოდი, ალბათ ერთი წელი სწავლას არც გავაგრძელებდი.
სხვა სპეციალობები არ მიმითითებია, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა.
სამართალზე ჩავირიცხე…
ამ კანონს მაშინ რომ ემოქმედა , როცა მე უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, დღეს ალბათ ჩემს საყვარელ სფეროსა და პროფესიას ვერ ვისწავლიდი.
ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის. ასობით და ათასობით ახალგაზრდის შესაძლო მომავალია, რომელთაც დღეს იმავე არჩევანს ართმევენ, რომელიც მე მქონდა. არჩევანს, ისწავლონ ის, რაც უყვართ, განვითარდნენ იმ სფეროში, სადაც საკუთარ თავს ხედავენ და იყვნენ იმ ქვეყნის ნაწილი, რომლისთვისაც სწავლობენ და იბრძვიან", - წერს სტუდენტი ანი ჭანია სოციალურ ქსელში.