არასრუწლოვნის საქმე - გამოიკითხნენ თუ არა პოლიციელები, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ?
ფსიქოლოგიური ტერორი არასრულწლოვანზე - 4 პოლიციელი, რომელიც შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სამსახურში ამ დრომდე არ გამოჩენილან. დღეს "პირველები" ნაძალადევის რაიონის N9-ე სამმართველოში იმის გასარკვევად მივიდა, გაოიკითხნენ თუ არა მათი თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით. პოლიციის თანამშრომლების ნაწილი საკითხზე საერთოდ არ საუბრობს, მეორე ნაწილი კი ირწმუნება, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
დღეს მოვედი, არავინ მინახია, არაფერი ვიცი, - ეუბნება "პირველებს" ერთ-ერთი პოლიციელი.
არასრულწლოვნის დედა კი "პირველებს" უყვება, რომ არაერთი პირი მიუგზავნეს, რომელიც მისგან პოლიციელის წინააღმდეგ საჩივრის გატანას მოითხოვდა და ემუქრებოდა.
განცხადება როდესაც შედის არასრულწლოვანთან დაკავშირებით, გამოძება ეგრევე იწყება. ამათ არც დაწყებული ჰქონიათ საერთოდ, არც აპირებდნენ, ან დავიწყებთ, ან - არაო. ამათმა არ იცოდნენ მე რო მთლიანი ჩანაწერი მქონდა ამ კადრების. გამომიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, რომ აი, საჩივარი გაიტანე, შენ რას გაძლევს ვიღაცა რომ სამსახურს დაკარგავსო, ბავში გეზრდებაო, ქუჩის ბიჭებიც მოვიდნენ ზოგი... ყველაზე ცუდი რა არის, იცით? რომ მომიგზავნეს ვიღაცეები, მუქარის შემცველი, ასე უვრცელებენ, რომ "დამდებიაო", ვითომ ასეთი ტიპაჟია ჩემი შვილი. ჩემი შვილის სიგარეტსაც არ ეწევა, სასმელსაც არ სვამს. მე ეს კადრები რომ არ მქონოდა, ვერაფერს დავამტკიცებდი. კრიმინალივით მოექცნენ ჩემს შვილს, - ამბობს არასრუწლოვნის დედა.
„შაბათის ეთერმა" მოიპოვა ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და განყოფილებიდან, სადაც გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს თანამშრომლები ჩანან. მასალაში ასახულია 16 წლის სკოლის მოსწავლის დაკავების ეპიზოდი.
ჩანაწერების მიხედვით, მოზარდი საეჭვოდ მიიჩნიეს სამი პულივიზატორის გამო, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში. მანქანაში არასრულწლოვანს ტელეფონის გახსნას აიძულებენ, მაშინ როცა იგი დედასთან დარეკვას ითხოვს. ამასთან მას "თითების დამტვრევით" და მსაჯვრდებული მამის გაუპატიურებით ემუქრებიან.
მომხდარზე დაკავებულია ერთი პოლიციელი ლუკა ხურცილავა. მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.