რას ამბობენ ძველი თბილისის სამმართველოში, რომლის თანამშრომლებსაც მოქალაქე ძალადობაში ამხელს

16.02.26 13:14
რას ამბობენ ძველი თბილისის სამმართველოში, რომლის თანამშრომლებსაც მოქალაქე ძალადობაში ამხელს

"პირველები" იმ პოლიციის სამმართველოში მივიდა, რომლის თანამშრომლებსაც 24 წლის ახალგაზრდა ძალადობაში ამხელს. საუბარია ძველი თბილისის N7 სამმართველოზე. 

მომხდართან დაკავშირებულ კითხვებს პოლიციის თანამშრომლები თავის მართლებით პასუხობენ. ირწმუნებიან, რომ მსგავს ფაქტზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

არ მაქვს ინფორმაცია, ვერაფერს გეტყვით, - ამბობს პოლიციელი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ემუქრებიან თუ არა მოქალაქეს, რომელიც მათ მოთხოვნას არ ემორჩილება და ტელეფონის გასნაე უარს ეუბნება, სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ არ ხდება. 

პოლიციელები მოქალაქეებს არ ემუქრებიან ხოლმე, ზოგადად. პოლიცია ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში. სადღაც რარაც მოხდა, ახლა, მე რავიცი?, - ამბობს კიდევ ერთი პოლიციელი. 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდა პოლიციელები ძალადობრივ ქმედებაში ამხილა და მომხდარის ვიდეო-აუდიოჩაწერაც მოახერხა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება ერთ-ერთი პოლიციელი არასრუწლოვანს "თითებით დამტვრევით" და დაკავებით. უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ამ დროისათვის ერთი სამართალდამცველია დაკავებული.

აღნიშნული ფაქტიდან მალევე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე არაერთი მოქალაქე ალაპარაკდა. მათ შორისაა 24 წლის კაციც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონის გახსნა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და დაკავებით დაემუქრა.