ქობულეთში, სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - „აჭარა თაიმსი"
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში, საპატრიარქოს კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა.
გამოცემა წერს, რომ მოსწავლე ბულინგის მსვერპლია, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.
„აჭარა თაიმსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ფაქტი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლის ადმინისტრაციაში „აჭარა თაიმსს“ დაუდასტურეს. ადმინისტრაციის განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.