თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ. კაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა ქალს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო გადაადგილება უჭირდა და მან ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა.
ადგილზე მისულ სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.