4 ოქტომბრის საქმე - მოწმე პოლიციელმა საკუთარი ნათქვამი გადათქვა
სასახლის ღობის საქმეში პირველი ცრუ მოწმე პოლიციელი გამოჩნდა, ირაკლი ლურსმანაშვილი ფიცის ქვეშ ჯერ ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბერს მას გენადი კუპრეიშვილმა ჩაარტყა, თუმცა შემხვედრ კითხვებზე მოწმე დაიბნა, ვერაფერი გაიხსენა რითიც ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა.
მოწმის ამ ჩვენების შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა თავი ემართლებინა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ჩაარტყა ნამდვილად გავდა დაკავებულ გენადი კუპრეიშვილს, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ამბობენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ სისტემა ნაცად ხერხებს უბრუნდება, სასახლის ღობის საქმეზეც ცრუ მოწმე პოლიციელები მოჰყავთ. მოწმის არეულმა ჩვენებამ პროკურორი ლაშა ცხვიტარია წყობიდან გამოიყვანა და სხდომათა დარბაზში ადვოკატებს, რომლებიც კითხვებს სვამდნენ უსირცხვილოები ეძახა.
დღეს პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ციხიდან ადვოკატთან ზარის უფლება შეეზღუდა პატიმარ გიორგი რურუას, ამის შესახებ მან ინფორმაცია მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიაწოდა, ადვოკატი ამბობს, რომ ციხეში მისი ნომერი დაბლოკეს და რურუა სატელეფონო კომუნიკაციას მასთან ვეღარ ამყარებს.