შსს: ამოღებულია „ალფა-პვპ“, „მეფედრონი", „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ - დაკავებულია 4 პირი

17.02.26 10:26
შსს: ამოღებულია „ალფა-პვპ“,  „მეფედრონი",  „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის  დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან,  სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,  მათ შორის: „ალფა-პვპ“,  „მეფედრონი",  „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე  პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.