აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

17.02.26 10:33
აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი - 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი - 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.

დაკავებული ე.ბ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული," - წერია განცხადებაში.