ანტისანიტარია და სიბინძურე - დახურეს კვების შვიდი ობიექტი

17.02.26 12:27
ანტისანიტარია და სიბინძურე - დახურეს კვების შვიდი ობიექტი

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. 

სეს-ის ცნობით, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში.

აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.

კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ჯარიმის გარდა, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს.

ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა აქვს, გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ, სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს. თუ განმეორებითი კონტროლი დაადასტურებს, რომ ობიექტზე აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, სააგენტო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას ანიჭებს," - წერია განცხადებაში.