ბუსა ჟვანიას დედის პირველი კომენტარი
ძმებ კაკულიებთან ბუსა ჟვანიას მეგობრობას ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ადასტურებს. როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ბუსა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ინფრომაცია ჰქონდა.
ამასთან ჟვანია არაერთი ჩაკითხვის მიუხედვად არ პასუხობს კითხვას, უპასუხებს თუ არა ნიკო კვარაცხელიას დედის საჯარო მიმართვას - საუბარია იზა ომაძის განცხადებაზე, რომელმაც ნინო ქადაგიძის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ მას ჟვანიას დედამ პირობა მისცა, "თუ ჩემი შვილი საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო".
ბუსა ჟვანიას დედა არ ამბობს, თუ სად იმყოფება მისი შვილი. მისივე თქმით, ჯერჯერობით ადვოკატი არ ჰყავთ.
რაც ჩანს, ახლა ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ჩვენ არ დაგვიმალავს და მონაწილეობაზე და იმაზე, რომ იცოდა რამე, ამას არ ვადასტურებთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ახლა ურთიერთობა რომ ჰქონდა კაკულიებთან, არ დაგვიმალავს ჩვენ. დანარჩენს, რომ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ, მგონი გამორიცხულია. ნუ მე ასე ვფიქრობ.
ის რომ მონაწილეობდა და იცოდა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია და დანარჩენზე ვნახოთ. ვერ გეტყვით (სად იმყოფება). ადვოკატი არ გვყავს", - ამბობს ნინო ჟვანია.
პროკურატურის ინფრომაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.