ნიკო კვარაცხელიას დედას პროკურატურის მიერ დასახელებული მოტივის არ სჯერა

17.02.26 13:16
ნიკო კვარაცხელიას დედას პროკურატურის მიერ დასახელებული მოტივის არ სჯერა

ნიკო კვარაცხელიას დედას პროკურატურის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივის არ სჯერა - როგორც იზა ომაძე "პირელებთან" ამბობს, თავად დაამტკიცებს, თუ რა იყო მისი შვილის მკვლელობის რეალური მოტივი. 

  • პროკურატურის მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.

არ მჯერა ამ მოტივის, ბრიფინგიც ასე დაიწყო, ვუსმენდი - "კანონიერი ქურდიო". "კანონიერი ქურდი" ამ ქვეყანაში ვინც თავისი პირით აღიარა, ჩვენდა სამწუხაროდ არის ირაკლი ღარიბაშვილი.  დანარჩენი, რას ნიშნავს, მე წარმოდგენაც არ მაქვს. ამიტომ, მე ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, იმ საგამოძებო მოქმედებებს, რაც ვნახე, მაგრამ რაც შეეხება მოტივს, ალბათ საჭირო იყო გარკვეული მოტივი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. ჩვენ 5 წლის განმავლობაში ვებრძოდით 9 თავიან დევს. ორი თავი წავაცალეთ 9 თავიან დევს, რომელსაც 5 წელი ვებრძოდით. ყველა თავი წასცვივდება გველეშაპს", - განაცხადა იზა ომაძემ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.  

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.