მოსამართლე ცაცუამ ნუცა მახარაძე სამართალდამრღვევად ცნო და 4 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციების მონაწილე ნუცა მახარაძე სამართალდამრღვევად ცნო და 4 500 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.