Baza-ს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან "როსკომნადზორი" რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას გეგმავს
Baza-ს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან როსკომნადზორი რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ის სრულ დაბლოკვას გეგმავს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს და აპლიკაცია აღარ ჩაიტვირთება არც მობილური, არც სტაციონარული ინტერნეტით.
Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა რუსეთში 10 თებერვალს დაიწყო. პარალელურად, WhatsApp-მა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი დაბლოკვაც სცადა.
მესენჯერებზე შეზღუდვების მცდელობები რუსეთში ადრეც დაფიქსირდა - მათ შორის, Telegram-სა და WhatsApp-ზე ახალი რეგისტრაციების დროებითი შეზღუდვა. როსკომნადზორი მსგავს ზომებს უსაფრთხოების არგუმენტით ხსნის.