გიორგი რომელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

17.02.26 15:27
გიორგი რომელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი რომელაშვილი 4 დღით პატიმრობაში გაუშვა. ამის შესახებ განცხადებას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

გიორგი რომელაშვილს სახელმწიფო ბრალდება განათლების დასაცავად გამართულ მარშზე გზის გადაკეტვას ედავება. 

დავით მაკარაძემ, უსამართლო სასამართლოს წარმომადგენელმა, ილიაუნის სტუდენტ გიორგი რომელაშვილს ოთხ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგის განათლების დასაცავად გამართულ მარშზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. 

ალბათ, სწორედ ასე აპირებენ "რეფორმებისა" და პარალელურად სტუდენტების დაჭერის ხარჯზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვერ გაგვაჩერებთ," - წერია განცხადებაში.