"არ მახსოვს [თუ ჩავაბარე გამოძიებას სისხლიანი ტანსაცმელი]" - სასახლის ღობის საქმეზე მოწმე პოლიციელები დაკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 12 პირის დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა. მათგან ორი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღალჩინოსანი.
ვერცერთმა მოწმემ დარბაზში მსხდომი ბრალდებულები ვერ ამოიცნო.
ერთ-ერთი გამოკითხული, რატი ალადაშვილია, ის გუშინ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების პროცესზეც დაიკითხა. ორივე შემთხვევაში მოწმე ამბობდა, რომ დაკავებულები სამაგლითოდ და მკაცრად უნდა დაისაჯონ.
რატი ალადაშვილი სასამართლოსი ყვებოდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე სახეში ქვა მოხვდა, დაეწყო სისხლდენა და მოხვდა საავადმყოფოში. თუმცა ადვოკატის კითხვაზე, ჩააბარა თუ არა გამოძიებას სისხლიანი ტანსაცმელი განაცხადა, რომ არ ახსოვს.
რატი ალადაშვილი, მოწმე პოლიციელი: - მომხვდა თავში ქვა მარცხენა მხარეს დამეწყო სისხლდენა, ჩემი კოლეგეების დახმარები მოვხვსი სასწრადო დახმარების მანქანაში.
აიჰანი ჰასანლი, ადვოკატი: -სისხლიანი ტანსაცმელო თუ ჩააბარეთ გამოძიებას?
მოწმე: - არ მახსოვს.
დიმა ვარდიაშვილი, ადვოკატი: - შეგიძლიათ რომელიმეს ხელი დაადოთ და თქვათ მან მესროლა ქვა?
მოწმე: - არა.
ადვოკატი აიჰანი ჰასანლი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების განადგურებას.
დავკითხეთ სამი მოწმე. პირველმა მოწმემ ღიად დააფიქსირა, არაერთხელ საოქმოდ, რომ არცერთ ბრალდებულს არ იცნობს. დაზიანება, რომელზეც ედავებიან, ასე ვთქვათ აფიქსირებენ, რომ მიიღეს დაზიანება, აფიქსირებენ, რომ ვისგან არის მიღებული ეს დაზიანება არ იციან.
ნახევარი საათი ვსაუბრობდით ვიდეოჩანაწერზე, აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერებაში მიუღია მონაწილეობა და ხელმოწერაც აქვს დაფიქსირებული, თუმცა ღიად დააფიქსირა, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
თვითონ დააფიქსირა, რომ სისხლდენა ჰქონდა და ამავდროულად პირბადე, ქუდი, ტანსაცმელი იყო სისხლიანი, თუმცა რა ბედი ეწია, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი ვერ გაგვცა. შესაბამისად შესაძლოა მტკიცებულებების განადგურებასთან გვქონდეს საქმე," - განაცხადა ადვოკატმა, აიჰანი ჰასანლიმ.
სასამართლოში გამოიკითხა კიდევ ორი მოწმე, ბრალდებულების ამოცნობა ვერც მათ შეძლეს.
ნინი ჯიოშვილი-საპატრულო პოლიციის თანამშრომელი:
ნინი ჯიოშვილი-საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: - ფეხზე მქონდა დაზიანებაა, განვიცადე ძლიერი ტკივილი, 22 დღე ვიყავი სახლში. პირბადე გვეკეთა, იყო სპეცრაზმი, რომელიც იყენებდა სპეც საშუალებებს.
ადვოკატი: - წიწაკის სპრეი თუ მხუთავი აირი.
მოწმე: - ვერ გავმიჯნავ ერთმანეთისგან წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს, წიწაკა რომ იყო გაშვებული ადამიანებს ვერ ვხედავდი მითუმეტეს მათ ნაკვთებს, შრამებს ან მახასიათებლებს.
დავით დავითელაშვილი-საპატრულო პოლოციია თანამშრომელი:
ჩემს მიმართ იყო ნასროლი ქვა, მე არ ვიცი ვინ მესროლა ეს ქვა აქციის მონაწილემ, არა აქციის მონაწილემ თუ მაღაზიის მენეჯერმა, მე ეს არ ვიცი.
მე არ მაქვს პასუხი ვინ მესროლა ქვა. პიროვნებაა სულ არ დამინახავს და არც ის ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა.
დარბაზში მსხდომათააგან არ შემიძლია მე რომელიმეს ხელი დავადო, ამისთვის არსებობს შესაბამისი გამოძიება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია რაც უნდა დავიცვათ," - განაცხადა დავით დავითელაშვილმა.