სოხუმის უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა “ოცნებას“ 2021 წელს 10 000 ლარი შესწირა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა თეა ჯუღელმა ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“ 2021 წელს 10 000 ლარი შესწირა.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება “ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სისწორე მან იმ სტუდენტებს დაუდასტურა, რომლებიც „განათლების რეფორმის“ ფარგლებში ეწინააღმდეგებიან უნივერსიტეტისთვის მხოლოდ ორი ფაკულტეტის დატოვებას.
„მე ვიყავი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და საარჩევნო სიით ვიყრიდი კენჭს“, - თქვა სოხუმის უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა და „განათლების რეფორმის“ შესახებ სტუდენტის შემხვედრ კითხვას უპასუხა, რომ ემხრობა ამ ხედვას - „აუცილებლად საჭირო იყო, რომ 30 წლის შემდეგ გაკეთებულიყო“.