ხელჩართული ჩხუბი სასამართლოში - ჯანგველაძის საქმის პროცესის დეტალები
ხელჩართული დაპირისპირება სასამართლოში ლევან ჯანგველაძის სავარაუდო შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე შესვენების გამოცხადების შემდეგ მოხდა. მოკლული ბიზნესმენისა და ბრალდებულთა მხარდამჭერებს შორის კონფლიქტში პოლიცია ჩაერთო. ინციდენტის შედეგად რამდენიმე პირი ტერიტორიიდან სისხლიანი სახით გაიყვანეს, თუმცა დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ჯანგველაძის და ძმები მიქაძეების მხარდამჭერები სასამართლოში უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა წინა პროცესიც, რის გამოც გიორგი მიქაძის ეტაპირების პარალელურად, სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზება განხორციელდა.
დღევანდელ სხდომაზე სასტუმრო „ამბასადორის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ლევან კალანდიამ ჩვენება მისცა. მისი თქმით, მედიის მიერ გავრცელებული საგამოძიებო მასალების ანონსის შემდეგ, ბიზნესმენის მკვლელობა რამდენიმე თვით ადრე მომხდარ სავარაუდო გასროლის ფაქტს დაუკავშირა და შესაბამისი ვიდეოკადრები გამოძიებას თავად წარუდგინა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.