ისჯება თუ არა ელისაშვილი მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის გამო? - პოლიტიკოსი სუსის შეფს ციხიდან ამხელს

17.02.26 21:12
ისჯება თუ არა ელისაშვილი მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის გამო? - პოლიტიკოსი სუსის შეფს ციხიდან ამხელს

ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან აცხადებს, რომ მის მიმართ ბრალის დამძიმება პოლიტიკური შურისძიების შედეგია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძესა და „ქართული ოცნების“ ლიდერ შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებს.

ელისაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად სხვა მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბრალი ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ცვლილებას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის საჯარო შეფასება, რომელმაც სასამართლოს კანცელარიასთან ცეცხლის გაჩენის მცდელობა ტერორიზმად მოიხსენია.

ელისაშვილის ადვოკატებმა საქმის მასალების გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერეს ხელი, რის გამოც დეტალებზე საჯაროდ საუბარი შეზღუდულია. დაცვის მხარე პროცესს კრიტიკულად აფასებს.

„ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურ მოტივს არ შეიცავს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.