ადვოკატი პროკურორს პროცესზე უწმაწური ლექსიკის გამოყენებაში ადანაშაულებს

17.02.26 19:20
ადვოკატი პროკურორს პროცესზე უწმაწური ლექსიკის გამოყენებაში ადანაშაულებს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ სასამრთლო პროცესის მიმდინარეობის დროს, 16 თებერვალს, უხამსი ლექსიკით მიმართა.  

ამის შესახებ ზუბიაშვილმა “პირველებთან“ ინტერვიუ დროს თქვა.

ადვოკატის მტკიცებით, მან უკვე მიმართა სასამართლოს რეაგირებისთვის და ითხოვს სხოდმის ჩანაწერს, სადაც უნდა ისმოდეს შეურაცხმყოფელი ფრაზა.

ბატონი ლაშა ცხვიტარია გამოირჩევა უწმაწური სიტყვებით, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთან დაკავშირებით მივმართე სასამართლოს და აუცილებლად გამოვითხოვ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, გადადიან უკვე პირად შეურაცხყოფაზე, მე ისეთი სიტყვები მაკადრა პროკურორმა პროცესისი მსვლელობის დროს, რომ ეს აუცილებლად იქნება გამოკვლეული და გარდა ამისა, მივმართავ ეთიკის კომისიას ამ საკითხთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ ასე იყო [მაგინა]-თქვა ადვოკატმა.