სასახლის საქმეზე ბრალდებულებს ხელს ვერავინ ადებს - რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა პროცესზე

17.02.26 21:21
სასახლის საქმეზე ბრალდებულებს ხელს ვერავინ ადებს - რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა პროცესზე

„სასახლის ღობის საქმეზე“ სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე გამოკითხულმა სამმა პოლიციელმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციის დროს დაზიანებები მიიღეს. თუმცა, მათგან ვეცერთმა შეძლო იმ პირის ამოცნობა, ვინც, მათი თქმით, ქვა ესროლა ან სხვა სახის დაზიანება მიაყენა. ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, რომ ტრავმა შესაძლოა აქციის მონაწილესთან კავშირში არც ყოფილიყო.

მოწმის სახით გამოიკითხა რატი ალადაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ თავში ქვა მოხვდა და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სისხლიანი ტანსაცმელი, რომელსაც ადვოკატები მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევენ. პროკურატურის პოზიციით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია საკმარისია.

მოწმეების ჩვენებების საფუძველზე ადვოკატები აცხადებენ, რომ მტკიცებულებების სიმწირის პირობებში შესაძლოა გამამართლებელი განაჩენის საფუძველი არსებობდეს. უფლებადამცველთა ნაწილი კი აღნიშნავს, რომ პროცესზე წარმოდგენილი ჩვენებები რიგ შემთხვევებში ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.