"უხეში საუბარი იყო" - სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დასრულდა

17.02.26 20:59
"უხეში საუბარი იყო" - სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დასრულდა

სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილესთა შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას დაძაბული დისკუსია ახლდა - ლექტორების ნაწილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის მწვავე და უხეში საუბარი გაიმართა.

შეხვედრის ატმოსფეროს შესახებ კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის ლექტორმა ელგუჯა ქავთარაძემ. მისი შეფასებით, განხილვა ემოციურ ფონზე წარიმართა და პოზიციების დათმობაზე საუბარი არ ყოფილა.

ძალიან უხეში საუბარი იყო მისი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი მიიღო. არ თმობენ პოზიციებს, მაგრამ გამორიცხულია - ჩვენც არ დავთმობთ. გაგებით ესენი არაფერს გაიგებენ თუ არ გაიმარჯვე, თუ არ იომე. ესენი რუსებივით არიან. რუსს ეშინია მარტო ძალის. ამატაც ეშინიათ ძალის. დღეს დაიხიეს უკან ცოტა. აფხაეთის წარმომადგენლები იყვნენ კიდევ, ერთი ფინანსთა მინისტრიაო მითხრეს და განათლების მინისტრი... უსაწმურები ისხდნენ, რა. ერთს კინაღამ ჩაეძინა, მეორეს რაღაც ჰკითხეს, რაღაც თქვა, მაგრამ აზრზე არ არის რას ამბობს. ჩვენი რექტორი ხომ საერთოდ... სად არის არ იცის, საერთოდ, ამ ქალბატონმა. მაგას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები. როგორც მოვიდა, ისე უნდა წავიდეს, მაგის ადგილი არ არის აქ, - ამბობს ლექტორი ელგუჯა ქავთარაძე.

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ლექტორი ზურაბ პაპასკირიც. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებები, რომლებიც უნივერსიტეტში იგეგმება, არსებულ მოდელს ცვლის და დამატებით კითხვებს აჩენს. 

დავასრულე უკვე ურთერთობა, ჩემდასამწუხაროდ. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ამბობს, რომ "კი, მე ყველაფერი ვიცი" და თუ შენ ეს ყვველაფერი იცი და მაინც ამბობ, მაშინ ესაა მავნებლობა. პირდაპირ ვუთხარი. ეს მაგონებს ცნობილ პასაჟს ფილმიდან "ცისფერი მთები", როდესაც შაბიამნის პარტიას შეაქვს გამომცემლობაში და "არ გვჭდება შაბიამანი, მაგრამ მოაქვთ და რა ვქნათო". ესე იგი, არსებულს სპობ და ახალს ქმნი და რაც მთავარია, იმ ახალში ის საუნივერსიტეტო დარგები ყველაფერი ინსტიტუტის რეჟიმში გადადის. ესე იგი, აბრუნებს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტს, უკეთეს შემთხვევაში, - ამბობს ლექტორი ზურაბ პაპასკირი.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.