სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 15 პირია დაკავებული
თბილისის საქალაქო სასამართლსთან მომხდარი დაპირისპირების ფატზე პოლიციამ ჯამში 15 პირი დააკავა - ინფორმაციას "პირველებს" შსს-ში დაუდასტურეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ხელჩართული ჩხუბი იყო სასამართლოს ეზოში, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად მოკლული ლევან ჯანგველაძის და ძმებ მიქაძეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ჩხუბს ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერებს შორის გუშინაც ჰქონდა ადგილი პირდაპირ სასამართლოს ეზოში.