ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

18.02.26 19:30
ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ფარგლებში, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. 

"რადიო თავისუფლების" ცნობით, დღევანდელ პროცესზე, ყოფილი პრემიერის, ზურა ჟვანიას შვილის პატიმრობის მოთხოვნის დასასაბუთებლად საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბუსა ჟვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გათავისუფლებული იყო და ნასამართლეობა მოხსნილი არ ჰქონდა.

ამასთან, პროკურატურამ სხდომაზე მოითხოვა ძმები დავით და გურამ კაკულიებისთვის წინასასამართლო სხდომის განსაზღვრაც -ისინი სხვა საქმეზე უკვე იმყოფებიან პატიმრობაში - აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და პროცესი 8 აპრილს ჩანიშნა. 

  • როგორც წესი, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების შემთხვაში, ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.
  • ბუსა ჟვანია ქვეყანაში არ იმყოფება.

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.  

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. 

მსგავსი სიახლეები