ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, ფარცხალაძის კარიერული უკუსვლა დაიწყო - ლაშა თორდია

19.02.26 23:31
ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, ფარცხალაძის კარიერული უკუსვლა დაიწყო - ლაშა თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ დამოკიდებულება ხელისუფლებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ შიეცვალა.

თორდია გადაცემა “რეაქციაში“ ორ მიზეზე საუბრობს, რის გამოც, მისი ვარაუდით, ხელისუფლება ფარცხალაძეს დაუპირისპირდა.

მისი თქმით, ერთი ეს არის ჯანგველაძის ოჯახის ზეწოლა, მეორე კი, ისეთი რამ გააკეთა ფარცხალაძემ, რაც მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდგომ შეიცვალა დამოკიდებულება ოთარ ფარცხალაძის მიმართ. ორი დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ- ერთი, რომ მოკლულის ოჯახის მხრიდან არის ძალიან დიდი ზეწოლა, რასაც ვერ გაუმკლავდა ხელისუფლება და უბრალოდ ვერ შეძლო ფარცხალაძის გადარჩენა და მეორე, ისეთი რამ გააკეთა ფარცხალაძემ, რაც მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის. ორ მოცემულობას ვიძახი - ერთი , რომ გადალახა საზღვარი, რაც მას ჰქონდა და მეორე მოხდა ზეწოლა ჯანგველაძის ოჯახის მხრიდან. მათ ეგონათ, რომ ჯანგველაძის მკვლელობას ჩაფარცხავდნენ, როგორც სხვა დანარჩენს, გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს.  ახლა მან ვერ შეძლო ყველაფრის დამალვა, რადგან რაღაც მოხდა, გამოძიების პროცესში, იმ დღეებში და ეს სქემა აუფეთქდათ, შესაბამისად, ვეღარ მოხდა ამ ადამიანის გადარჩენა. სწორედ ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ დაიწყო ფარცხალაძის კარიერული უკუსვლა,- განაცხადა თორდიამ.