პოლკოვნიკი ციხიდან დუმილის დასარღვევად ემზადება - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ქვაჭრელიშვილი დღეს გამოიკითხება

20.02.26 11:06
პოლკოვნიკი ციხიდან დუმილის დასარღვევად ემზადება - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ქვაჭრელიშვილი დღეს გამოიკითხება

პოლიციის მსჯავრდებული პოლკოვნიკი დუმილის დასარღვევად ემზადება - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს რუსთავის ციხეში, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება.

წყნეთის პოლიციის ყოფილი შეფი ამბობს, რომ იცის ისეთი სახელი და გვარები, რომელიც დღემდე ამ საქმეში არ გაჟღერებულა. 

ჩვენი არაერთი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, დღეს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება მე-12 პენიტენცირუ დაწესებულებაში ყოფილი პოლიციის უფროსი, რომელმაც იცის ბევრი დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე იცის ის ადამიანები, რომლებმაც წყნეთის პოლიციიდან წაიყვანეს სამმართველოში ეს ადამიანები, შესაბამისად, დანარჩენ ინფორმაციას საზოგადოებას უკვე გამოკითვის შენდგომ მივაწვდი", - აცხადებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა,  ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვა თავად მოითხოვა.

ქვაჭრელიშვილმა მზაობა გამოთქვა, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში.

შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს. 

პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს. 

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ ფარცხალაძის შვილს მამის დასანქცირებიდან მეორე დღეს საეჭვო იარაღის გადაფორმებაზე უარი უთხრა.