“ტროტუარების საქმე“ საკონსტიტუციო სასამართლოშია - მოქალაქეები კანონის გაუქმებას ითხოვენ
“ტროტუარების საქმე“ საკონსტიტუციო სასამართლოშია - ქვეყნის მთავარმა სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში იმ ადამიანების სარჩელები, რომლებმაც “ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონი საკუთარ თავზე გამოსცადა.
სამი მომჩივანი დაუყოვნებლივ ითხოვს, ყველა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და იმ კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ხალხს ან აჯარიმებენ, ან იჭერენ ტროტუტუარზე დგომის გამო.
საქმე პირველ კოლეგიას დაეწერა, რომელსაც გიორგი თევდორაშვილი ხელმძღვანელობს. მათ ახლა ანა ბდეიანის, ლიზი უბილავას და ლაშა სონგულიას საქმეების განხილვა მოუწევთ.
ისინი მიიჩნევენ, რომ ადმინსიტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია და რამდენიმე მუხლი ირღვევა და ამ კანონს აქვს უკუძალა.
ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო საჩივარი, ეს იმიტომ ხდება, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ადამიანს აქვს უფლება გააპროტესტოს შეუიარაღებლად ნებისმიერ ადგილას და მე, ეს არალეგიტიმური მთავრობა, მიზღუდავს ამის უფლებას. ჩემ წინააღმდეგ არის ორი ქეისი - 17 და 18 დეკემბრის, მაგრამ რადგან ჩემს განჩინებაში წერია, რომ სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს ჩემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გამიერთიანეს ეს 2 საქმე, - ამბობს ლიზი უბილავა.
ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ ის ნორმები, რომლებიც ზღიდავს ხალხის სავალ ნაწილზე აზრის გამოხატვას, ასევე შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლებას და დარმწუნებულები ვართ, რომ ეს შემზღუდავი ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გვგონია, რომ პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლებრივი, არის ამ ქმედებისთვის არაპროპორციული და კანონის უკუძალას 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით არის გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება სადავო რეგულაციები, - აცხადებს ანა ბდეიანი.
იურისტი, მარიკა არევაძე მიიჩნევს, რომ ტროტუარის და გზის გადაკეტვის საქმეები ზოგადად არის იმ საკანონმდებლო ცვლილების შედეგი, რომელიც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური.
ტროტუარის და გზის გადაკეტვის საქმეები ზოგადად არის იმ საკანონმდებლო ცვლილების შედეგი, რომელიც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური. ყველა საქმეში ვაყენებდით შუამდგომლობას, რომ პირველ რიგში თავად სასამართლოს გამოეყენებინა მისი უფლება-მოსილება და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მანამდე კი შეეჩერებინა საქმის განხილვა. გუშინ მოხდა პირველი პრეცენდენტი, როდესაც მოსამართლე ენუქიძემ იხელმძღვანელა კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სწორი და ასე უნდა მოქცეულიყო ყველა ის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეებს იხილავს. ეს არის ზოგადადა საგამონაკლისო შემთხვევა, თუ უკვე სასამართლო გადადის ამ პრაქტიკაზე, ამას დრო გვიჩვენებს. მე დღესაც მაქვს წარმოება გზაზე დგომასთან დაკავშირებით, სადაც ასევე ვაპირებ ამ შუამდგომლობის დაყენებას, - განაცხადა არევაძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული ე.წ ტროტუარების საქმეებზე სასამართლომ 20-მდე მოქალაქე ცნო სამართალდამრღვევად: ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.