ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი მოხსნეს

20.02.26 11:42
ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი მოხსნეს

ახალი თეატრის ფასადიდან პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი მოხსნეს.

მიზეზი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ტელე გადაცემებია. როგორც ირკვევა, რუსთავი 2-ს კადრებში ანდროს ბანერის გამოჩენა არ უნდა.

ბანერი მათ გუშინაც მოხსნეს, თუმცა, ანდროს მეგობრებმა ის კვლავ დააბრუნეს.