15 მარტს უძილაური რომ მოვიდა, გვითხრეს, თანხა არ გამოგვერთმია, გიორგი ჯოხაძესაც არ ვართმევდით ფულს - სასტუმროს თანამშრომელი
გიორგი ჯოხაძე და გელა უძლაური სასტუმრო "თბილისი თაუერიში" პრივილეგიებით სარგებლოდბდნენ - დღეს, სასამართლოზე მოწმედ მისულმა სასტუმროს ადმინისტრატორმა თქვა, რომ ინფორმაცია ჰქონდათ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობსი ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძესთვის ფული არ უნდა გამოგვერთმიათ.
რაც შეეხება "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის მეორე დღეს, ადმინისტრატორი ამბობს, რომ 15 მარტს სასტუმროში მხოლოდ გელა უძლაური მივიდა და პირველად ნომერი აიღო. როგორც სასტუმროს თანამშრომელი ამბობს, სხვა შემთვევებში გელა უძილაურს ნომერი არასდორს აიღია, სულ გარეთ ელოდებოდა გიორგი ჯოხაძეს.
როგორც სასტუმროს თანამშრომელმა სასამართლოზე თქვა, 15 მარტს, მენეჯერმა უთხრა, რომ თანხა არც გელა უძლაურისგან აეღოთ.
გიორგი ჯოხაძე ხშირად სტუმრობდა თბილისი თაუერს, იყო ინფორმაცია რომ მისთვის თანხა არ უნდა გამოგვერთმია. ადიოდა ნომერში. ფოიეში რჩებოდა მისი დაცვა გელა უძიალაური. გელათი ვცნობდით და ვიცოდით რომ ის იყო გიორგის პირადი დაცვის თანამშრომელი. ნომერში არასდროს მიყვებოდა ხოლმე რჩებოდა ქვემოთ.
15 მარტს დილის 9 საათიდან ვმუშაობდი. შუადღის საათებში მოვიდა გელა მიმღებში ვიყავი. კეპი ეფარა და მუქ ფერებში ეცვა. ნომრის აღება უნდოდა. მარტო იყო. სხვა დროს არასდროს მოსულა ნომრის ასაღებად, როცა ვიკითხეთ სამსახურის ჩატში გადაეხადა თუ არა ნომრის ღირებულება, მენეჯერმა გვითხრა რომ არ გამოგვერთმია. უძილაურმა სიმბოლურად 100 ლარი მაინც დატოვა დახლთან.
16 მარტს ისევ მოვიდა იგივე დროს და მთხოვა მის ნაკარნახევ ნომერზე დამერეკა. იქ არ უსაუბრია გავიდა და მალევე დაბრუნდა. ვოთსაპში დამარეკინეო მთხოვა. არ გამიგია ვის ან რაზე ესაუბრა. შემდეგ მთხოვა რომ ტაქსი გამოგვეძახა. მივუთითეთ მის მიერ ნაკარნახევი მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა", - თქვა მოწმემ პროცესზე.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობსი საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება გიორგი მიქაძე. როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლოში არ არიან არც მიქაძეების მხარდამჭერები.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.