შსს: დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელმაც სკოლაში 16 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

20.02.26 12:40
შსს: დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელმაც სკოლაში 16 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელმაც სკოლაში 16 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ფაქტი იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დაკავებული.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.