პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობს - ეკა წერეთელი

20.02.26 13:03
პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობს - ეკა წერეთელი

პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობს - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის დედამ "პირველებთან" განაცხადა. 

როგორც ეკა წერეთელი ამბობს, სახელმწიფო ბრალდება ჩიკვაიძეს საპროცესოს გაფორმებას ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობს. 

ბიზნესმენის დედის თქმით, გიორგი ჩიკვაიძე საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს. ის არც დღევანდელ სააპელაციო სასამართლოს სხდომას არ დაესწრება. სხდომას არ დაესწრება არც გიორგი პაპიაშვილი. 

დღეს არის სააპელაციო სასამართლო. შეიძლება ეს იყოს საბოლოო. გიორგი არანაირ საპროცესო გარიგებაზე წამოსვლას არ აპირებს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ღირსეულად და ბრძოლას ბოლომდე. დღევანდელ სხდომას ის არ დაესწრება და არც ირაკლი, რადგან მას რ უნდა აი ამ აიათოლების მასკარადში მიიღოს მონაწილეობა. საქართველო არასოდეს არ ყოფილა აიათოლების და ვერც გახდება. სახელმწიფო ბრალდება გიორგის აბრალებს, რომ 2 შპს-ს შორის ვერ შედგა ხელშეკრულება. აბსოლუტურად აღიარებული უკან ტრანშით გადარიცხული თანხა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური შურისძიება. ჩვენ ამასაც გავუძლებთ", - ამბობს ეკა წერეთელი. 

  • ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში პროცესი "ელთ ბილდინგის" საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულებმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითურად მიითვისეს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიკვაიძეს 9 წლით, ხოლო პაპიაშვილის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დღეს სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას. არ არის გამორიცხული დღესვე საბოლოო სიტყვა თქვას ბრალდების მხარემაც და სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ განაჩენი გამოაცხადოს.