მოწმემ დაადასტურა, რომ უძილაური სასტუმროს ტელეფონიდან შეეცადა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვას - პროკურორი

20.02.26 15:17
მოწმემ დაადასტურა, რომ უძილაური სასტუმროს ტელეფონიდან შეეცადა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვას - პროკურორი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს საქააქო სასამართლოში პროკურატურის სამი მოწმე გამოიკითხა - სასტუმრო "თბილისი თაუერის" ადმინისტრატორი, გამომძიებელი და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრატორმა თქვა, რომ ინფორმაცია ჰქონდათ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძესთვის ფული არ უნდა გამოგვერთმიათ.

მისივე თქმით, მოწმემ განაცხადა, რომ თანხა არ გამოურთმევიათ არც გელა უძილაურისთვის, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს "თბილისი თაუერში" მივიდა და ნომერი აიღო. 

სასტუმროს თანამშრომელმა ასევე დაადასტურა, რომ უძილაური სასტუმროს ტელეფონიდან შეეცადა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვას.

რაც შეეხება "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის მეორე დღეს, ადმინისტრატორი ამბობს, რომ 15 მარტს სასტუმროში მხოლოდ გელა უძლაური მივიდა და პირველად ნომერი აიღო. როგორც სასტუმროს თანამშრომელი ამბობს, სხვა შემთვევებში გელა უძილაურს ნომერი არასდორს აიღია, სულ გარეთ ელოდებოდა გიორგი ჯოხაძეს. 

დაიკითხა სასტურმო “თაუერის“ ადმინისტრატორი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხაძე პრივილეგიებით სარგებლობდა, მას არ ახდევინებდნენ არანაირ თანხას, ნომრის არებაში, მან დაადასტურა ასევე, რომ გელა უძილაური როდესაც მივიდა, იყო მითითება, რომ მისთვისაც არ გადაეხდევინებინათ თანხა და დაადასტურა უძილაურის მოძრაობა, რომ წავიდა,ტაქსი გამოიძახა, ასევე, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ უძილაური შეეცადა სასტუმროს ტელეფონიდან დაერეკა ჯერ ჩვეულებრივად ქსელზე ჯოხაძესთან, შემდეგ კი “ვოთსაფის“ მეშვეობით, მკვლელობის ჩადენბის შემდეგ, 15-16 მარტს. დაიკითხა მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ სასტუმრო “თაუერიდან“ უძილაური წაიყვანა ჯოხაძის ნათესავთან, ბრალდებულ ბაღდავაძესთან, რომელთან სატელეფონი კომუნიკაციაც შედგა, თუმცა ის არ მივიდა, რის გამოც უძილაურმა დატოვა ტერიტორია. 

ასევე დაიკითხა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ვიდეო მასალაში იდენტურია გიორგი ჯოხაძის და სანდრო წივწივაძის სახელები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ექსპერტიზა წარმოადგენს და ექსპერტს აქვს განმარტებული, რომ სავარაუდოდ და ლოგიკურიც არის, მან განმარტა, რომ რადგან სახე არ ჩანს და არ იკვეთება კერძო ნიშნები, ვერ დაწერა კატეგორიული დასკვნა. თუმცაღა, მან განმარტა საერთო აღნაგობით, გადააგდილების მანერით, სიმაღლით, ჰგავს გელა უძილაურს" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

ის რომ გიორგი ჯოხაძეს სასტუმრო "თბილისი თაუერში" ფულს არ ახდევინებდნენ, ეს გასაკვირი არ არის მისი უფლებადამცველისთვის. ლიკა ბითაძე ამბობს, რომ სასტუმროს ხელმძღვანელი გიორგი ჯოხაძის მეგობარი იყო და სწორედ ამიტომ არ სთხოვდნენ თანხას მისი დაცვის ქვეშ მყოფს. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.