"რუსთავი 2-ის" პროექტის გამო ჩამოხსნილი ანდრო ჭიჭინაძის ბანერი - რას ამბობს ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი, რომელიც შოუს ჟიურიშია

20.02.26 15:38
"რუსთავი 2-ის" პროექტის გამო ჩამოხსნილი ანდრო ჭიჭინაძის ბანერი - რას ამბობს ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი, რომელიც შოუს ჟიურიშია

ცნობილი ხდება, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი რუსთავი 2-ის იმ პროექტშია, რომლის გამოც თეატრის შენობიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. 

ის, რომ ახალ მუსიკალურ პროექტში ჟიურის წევრი იქნება, თავად ეკა კახიანიც ადასტურებს. „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში მსახიობი ფაქტს ადასტურებს. მისივე თქმით, ძალიან წუხს იმაზე, რომ მისი კოლეგა ახლა საპატიმროშია და იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.

კი, ბატონო, ასეა. კი, ვარ (თეატრში). მე ძალიან ვწუხვარ მომხდართან დაკავშირებით, რაც ხდება ანდროსთან მიმართებაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაირკვევა სიტუაცია და ანდრო ნიჭიერი კაცია და აუცილებლად უნდა იყოს თეატრში და უნდა თამაშობდეს და უნდა გააგრძელოს თავისი საქმე. დანარჩენი უკვე მსახიობების გადასაწყვეტია და თვითონ თეატრიც და მეც ძალიან ვწუხვარ, ანდროს ამბავი ძალიან მაწუხებს. 

აქტიურად აღარ დავდივარ თეატრში. ჩემი პოზიცია მოგახსენებთ, - ამბობს ეკა კახიანი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში. 

ახალი თეატრის მსახიობები კი აცხადებენ, რომ კახიანის პროეექტში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალი თეატრის შენობიდან სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.