მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ჯუანშერ ბურჭულაძე

20.02.26 16:44
მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯარის ძრცვის საქმეზე საქალაო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს - როგროც ცოტა ხნის წინ სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა,  ვისი ბრალეულობაც არ უნდა გამოიკვეთოს, ეს იქნება მისი ცოლის ძმა თუ სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შემთხვევაში მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც გაიზიარებს.

როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, „არ აპირებს ჯოხის სხვაზე გადატეხვას“.

რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ეს იყო ვთქვათ ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ ჩვენ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ. მე  რა ტქმაუნდა არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას. მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლის ძმის თუ ჩემი თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ. ეს იქნება ჩვენი უწყების მიერ არასწორად გაკეთებული თუ ჩემი ცოლის ძმის”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.