საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენი "კულას" დამფუძნებელია

20.02.26 17:05
საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენი "კულას" დამფუძნებელია

ვინ ამარაგებდა საფრთხის შემცველი საკვებით პოლიცას და ჯარს? - "პირველებმა" გაარკვია, რომ ბიზნესმენი, რომელიც მძიმე დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, კომპანია "კულას" მფლობელია. 

ივანე გოგლიძე იკავებს ხელმძღვანელის პოზიციას კომპანიებში „ბატონო” და "კულა".

ირკვევა, რომ საწარმო, სადაც უვარგის თევზის კონსერვს აწარმოებდნენ, გორში, სწორედ იმ ტეროტორიაზე მდებარეობს, სადაც წვენებს და მურაბებს აწარმოებენ. 

როგორც "პირველებს" გორში, "კულაში" ეუბნებიან, საწარმოს მუშაობა არ შეუჩერებია.

  • შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ფალსიფიცირებული და საფრთხის შემცველი საკვებით კვებავდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი,  საკვები რომელსაც ჯარს და პოლიციას აწვდიდნენ უვარგისი იყო. 

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო რომ ექსპერტიზაც კი ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.

ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე , შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი ხელმძღვანელი დააკავა.