სოციალურად დაუცველთა სია, სადაც არჩევნებში საჭიროების გამო ხვდებოდნენ, “ოცნების“ პარტიულ ოფისში იგზავნებოდა - დონაძე
“ოცნებას“ საარჩვენოდ ხმები რომ სჭირდებოდა, სოციალურად დაუცველების სია იზრდებოდა, - ასე ეხმაურება კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე მიხეილ სარჯველაძის განაცხადებას, რომ სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.
კორუფციის მკვლევარი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვისაც მართლა დახმარება სჭირდებოდა სიაში ვერ ხვდებოდნენ, თუმცა, ის ადამიანები, ვინც სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ არჩევნების საჭიროებიდან გამომდინარე ხვდებოდნენ სიაში.
ბესო დონაძე დარწმუნებულია, რომ სახელები და გვარები იციან, კონკრეტულად ვინ უნდა ამოიღონ სოციალურად დაუცველთა სიიდან, იმიტომ რომ მათი ჩასმულია და ეს სიები “ქართულ ოცნების“ ცენტრალურ პარტიულ ოფისში იგზავნებოდა.
“ოცნებას“ საარჩვენოდ ხმები რომ სჭირდებოდა, სოციალურად დაუცველების სია იზრდებოდა, ის სოციალურად დაუცველები კი, რომლებსაც მართლა სჭირდებოდათ დახმარება, სიაში ვერ ხვდებოდნენ და სხვადასხვა მიზეზები სახელდებოდა, მათი სიაში არ ჩასმისთვის, ხოლო ის ადამიანები, ვინც სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ არჩევნების საჭიროებიდან გამომდინარე ხვდებოდნენ სიაში. დღეს სარჯველაძეს რომ უკვირს, ეს ადამიანები როგორ მიხვდნენ სიაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ისევ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც ეს ადამიანები ჩასვეს, და მაშინ, როდესაც ეს სია იზრდებოდა, სარჯველაძე პარლამენტში იყო და ამ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და საპარლამენტო კონტროლს დაქვემდებარებულია სამინისტროები და შესაბამისად, უნდა გაეკონტროლებიანთ. სახელები და გვარები იციან, კონკრეტულად ვინ უნდა ამოიღონ სოციალურად დაუცველთა სიიდან, იმიტომ რომ მათი ჩასმულია და ეს სიები “ქართულ ოცნების“ ცენტრალურ პარტიულ ოფისში იგზავნებოდა, ეს მათი ოპერაცია იყო, ხმების მოსაგროვებლად და ახლა გადასულები არიან იმ საფეხურზე, როდესაც ხალხი აღარ სჭირდებათ არჩევნებზე, რადგან აყალბებენ და მათი საჭიროება აღარ არის, - განაცხადა დონაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.