ტენდერი, რომლის გამოც შპს „ბატონოს” დირექტორი დააკავეს, კობახიძის პრემიერობის დროს არის ჩატარებული - მჟავანაძე
საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ტენდერი, რომლის გამოც შპს „ბატონოს” დირექტორი დააკავეს, კობახიძის პრემიერობის დროს არის ჩატარებული.
როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ამბობს, ახლა ირაკლი კობახიძეს ახლა შიდაკლანურ ომში დასჭირდა ივანე გოგლიძის დაჭერა, თორემ მისი კომპანია წლების განმავლობაში იგებდა ტენდერებს.
8 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული და ღმერთმა იცის, რამდენი მოწამლული პროდუქცია აქვს მიწოდებული სამხედროებისთვის, მესაზღვრეებისთვის, პოლიციელებისთის - ამბობს მჟავანაძე.
ტენდერი, რომლის გამოც ახლა ამ კომპანიის დირექტორი დააკავეს, ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს არის ჩატარებული და ეს ტენდერი თავიდანვე იყო რისკის შემცველი, იმიტომ, რომ იქ გამოცდილების მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა ის კომპანია, რაც შესყიდვის პირობებში იყო. მაშინ როცა ეს ტენდერი ჩატარდა და მაშინ როცა ამ პროდუქციის შესყიდვა მოხდა, უკვე გასაგები იყო, რომ რაღაც კორუფციასთან იყო საქმე, უბრალოდ ახლა როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე რაღაც შიდაკლანურ ომში დასჭირდა ამ კაცის დაჭერ და ამიტომაც ეს საჩვენებლი ბრიფინგი გაიმართა, თორემ, ეს კომპანია წლების განმავლობაში იგებდა ტენდერებს. 8 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული წლების განმავლობაში და ღმერთმა იცის, რამდენი მოწამლული პროდუქცია აქვს მიწოდებული სამხედროებისთვის, მესაზღვრეებისთვის, პოლიციელებისთის და ა.შ. ახლა უბრალოდ ეს საჩვენებელი დასჯაა, თორემ მისი პასუხისმგებლობაა, ირაკლი კობახიძის დროსაა ეს ტენდერი ჩატარებული და თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ადგეს და აიღოს ეს პასუხისმგებლობა და არა მარტო დააკავოს, ვინც პროდუქცია მიაწოდა, არამედ ისიც, ვინც შეისყიდა", - ამბობს დავით მჟავანაძე.
საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება წარუდგინა.
კომპანია „ბატონოს” და "კულას" ხელმძღვანელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 -დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
- შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ფალსიფიცირებული და საფრთხის შემცველი საკვებით კვებავდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საკვები რომელსაც ჯარს და პოლიციას აწვდიდნენ უვარგისი იყო.
როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო რომ ექსპერტიზაც კი ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.