გამოცხადებული ბრძოლა ერთი ბანერის წინააღმდეგ - რატომ ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადიდან
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს. არხის ინფორმაციით, შენობის ფასადი პროექტის სარეკლამო მასალაში უნდა მოხვდეს, რის გამოც ბანერის მოხსნა გახდა საჭირო.
ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი და მისი დაცვა ბოლო დრომდე ცდილობდნენ.
მათი თქმით, ბოლო დღეებში ბანერის გარშემო დაპირისპირება გამწვავდა. საკითხი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიად რჩება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.