ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან და დამტვრეული ავტომობილი - მოსამართლემ სამი პირი პატიმრობაში გაუშვა

20.02.26 21:04
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან და დამტვრეული ავტომობილი - მოსამართლემ სამი პირი პატიმრობაში გაუშვა

ორი დღის წინ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავებული სამი პირი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

გამოძიების ინფორმაციით, მათ ავტომობილების დაზიანება ედებათ ბრალად. დაკავებულები, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მხარდამჭერები არიან. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც სასამართლოს ეზოში დაიწყო, სადაც ისინი ძმები მიქაძეების ახლობლებს დაუპირისპირდნენ.

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათ დასაცავ პირებს, რომლებიც ლევან ჯანგველაძის მხარდასაჭერად პროცესზე იყვნენ მისულები, არ ჰქონიათ ინტერესი, მოქალაქის ავტომობილი დაეზიანებინათ. იაგო გედენიძემ, გოგა ბაგაევმა და ლუკა სულაკაძემ მოტივად თქვეს, რომ ავტმომბილის მძღოლი მათ მიზანმიმართულად ეჯახებოდა და ერთ-ერთ მათგანს დაზიანებაც კი მიაყენა. 

აღიარებს, რომ მან ნამდვილად დააზიანა კონკრეტული ავტომობილი. ამის გათვალისწინებით, ასევე სხვა ფაქტობრივი გარეობებით, რაც წარმოდგენილი იყო საქმეში, ჩვენ დავაყენეთ შეუამდგომლობა, რომ გირაოს ქვეშ ყოფილიყო ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზი გამო მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დამაინც შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ბრალდებულს. 

კონკეტულად რის გამო დაიწყო დაპირისპირება, რის გამო მოხდა აღნიშნული ფაქტი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით სულ 16 პირი დააკავეს, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა სამის მიმართ დაიწყო