TVIMEDI: 4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებული საპროცესო გარიგებას ითხოვს

20.02.26 21:02
TVIMEDI: 4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებული საპროცესო გარიგებას ითხოვს

სამთავრობო ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, რომ მათ მოიპოვეს, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. 

"იმედის" მტკიცებით,  მათ შორის არიან, ავთანდილ თოფჩიშვილო, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია და ევა შანშიაშვილი.

საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას," - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

ამავე თემაზე განცხადება ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ გაავრცელა.

მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი კირვალიძე არც ბრალს აღიარებს და არც ვინმეს მიმართავს საპროცესო შეთანხმების თხოვნით.

მოცემულ ეტაპზე, მე ვარ გიორგი კირვალიძის ერთადერთი ადვოკატი.
ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადება არის ტყუილი.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და არც ვინმეს მიმართავს საპროცესო შეთანხმების თხოვნით," - წერს უფლებადამცველი.