თეატრს, საიდანაც ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობები ტოვებენ (განახლებადი)

21.02.26 10:01
თეატრს, საიდანაც ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობები ტოვებენ (განახლებადი)

ახალ თეატრს, საიდანაც სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობები ტოვებენ.

ამ დროის მონაცემებით, თეატრი დატოვეს კახა კინწურაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, დავით ბეშიტაიშვილმა და გივიკო ბარათაშვილმა. 

ასევე ცოტა ხნის წინ "პირველებს" მსახიობმა ტასო ჭანტურაიამაც დაუდასტურა, რომ თეატრი დატოვა.

თეატრი ასევე დატოვა მსახიობმა მანუ თავაძემაც, ლუკა ჯაფარიძემაც და იკა ჯაფარიძემაც. 

დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ🤍_ წერენ მსახიობები. 

"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 9 მსახიობმა დატოვა - სია:

  • ნანკა კალატოზიშვილი, 
  • ეკა დემეტრაძე, 
  • გივიკო ბარათაშვილი,
  • კახა კინწურაშვილი, 
  • ტასო ჭანტურაია, 
  • დავით ბეშიტაიშვილი, 
  • მანუ თავაძე
  • ლუკა ჯაფარიძე
  •  იკა ჯაფარიძე

ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს. არხის ინფორმაციით, შენობის ფასადი პროექტის სარეკლამო მასალაში უნდა მოხვდეს, რის გამოც ბანერის მოხსნა გახდა საჭირო.

ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი და მისი დაცვა ბოლო დრომდე ცდილობდნენ.